"არმია" გადარჩა
"არმია" გადარჩა

რაგბის კლუბ “არმიას” დაფინანსების შეწყვეტის გამო, დიდი ათის სეზონის დასრულებამდე დაშლა ემუქრებოდა

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათზე საქართველოს რაგბის კავშირში შეხვედრა  გაიმართა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის, საქართველოს რაგბის კავშირისა და კლუბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გადაწყდა, რომ რაგბის კლუბ “არმიას” სეზონის დასრულების საშუალება მიეცემა. ისინი ეტაპობრივ დაფინანსებას თავდაცვისა და კულტურის სამინისტროებიდან მიიღებენ. “არმია” სეზონის დასრულებამდე უფასოდ ისარგებლებს სარაგბო ინფრასტრუქტურით.

“დიდი ათის” სეზონის დასრულების შემდეგ, თუკი კლუბი სპონსორს ვერ მოიძიებს, იგეგმება მისი ლიკვიდაცია.