„არმაზმა“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა და წინასწარ ფინალში გავიდა | დიდი 10
„არმაზმა“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა და წინასწარ ფინალში გავიდა | დიდი 10

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის „დიდი 10“-ის გადამწყვეტ ფინალში ერთმანეთს მარნეულის „არმაზი“ და თბილისის „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა და „არმაზმა“ ერთი ქულის სხვაობით, ანგარიშით 21:20 იმარჯვა.

მატჩის პირველი ლელო მე-5 წუთზე გაგა არაბულმა დადო და თბილისელები დააწინაურა. ხუთ ქულას რევაზ ჯინჭველაშვილმა საჯარიმოთი უპასუხა. ხუთიოდე წუთში „ლოკომოტიველმა“ იოანე ხელაიამ „არმაზს“ კიდევ ერთხელ დაუდო ლელო. ტაიმის ბოლო წუთზე ჯინჭველაშვილმა ზუსტად კიდევ ერთი საჯარიმო შეასრულა – 10:6.

მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში გუნდებმა საჯარიმო დარტყმები გაცვალეს, რასაც 67-ე წუთზე კვესელაძის ლელო მოჰყვა და „არმაზი“ პირველად გავიდა წინ – 13:14. მატჩის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე, „ლოკომოტივს“ უპირატესობა გიორგი წიკლაურმა დაუბრუნა, რომელმაც ლელო დადო და თავადვე გარდასახა. „არმაზი“ გაშვებული ლელოს შემდეგ მეტოქეს აქტიურად უტევდა და მათი ერთ-ერთი იერიში ლელოთი დასრულდა (გიგაური – 78′). ჯინჭველაშვილმა უმნიშვნელოვანესი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და „არმაზი“ წინასწარ ფინალში გაიყვანა, სადაც მისი გუნდი რუსთავის „ხარებს“ დაუპირისპირდება.