არმაზ ახვლედიანი - დიდი მადლობა შეთანხმების ყველა შემსრულებელს, დიდი მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს
არმაზ ახვლედიანი - დიდი მადლობა შეთანხმების ყველა შემსრულებელს, დიდი მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

დიდი მადლობა შეთანხმების ყველა შემსრულებელს, დიდი მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რადგან თუ არ იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი ჩვენგან, სხვებისგან, შეთანხმება ვერ შესრულდება, – ამის შესახებ დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა.

„გპირდებით, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ გვექნება სათქმელი, რომ შეთანხმების სულისკვეთება და მისი თითოეული ნაწილი სრულდება პატიოსნად. ახლა სწორედ ამ მიზნით განვაგრძობთ მუშაობას ამნისტიის კანონპროექტზე „ოცნების“ ხელმძღვანელობით“, – განაცხადა ახვლედიანმა.

გიორგი რურუამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.

დატოვე კომენტარი