არხოტის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
არხოტის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ხევსურეთში, არხოტის ხეობაში, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ეკიპაჟი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ხანძრის ჩასაქრობად აქტიურად მუშაობენ მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლები, ასევე, თბილისიდან მობილიზებული მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის 10-კაციანი ჯგუფი. კერა სოფელ ამღადან, დაახლოებით, 15 კილომეტრში, ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა და შესაბამისად, სახანძრო ავტოტექნიკის მიყვანა შეუძლებელია, ამიტომ ცეცხლის ქრობა მიმდინარეობს ინდივიდუალური საშუალებებით“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, ცეცხლის ქრობის სამუშაოებს, რთულ რელიეფთან ერთად, ქარიც აძნელებს.