არხანგელსკში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობასთან აფეთქება მოხდა
არხანგელსკში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობასთან აფეთქება მოხდა

რუსეთში, არხანგელსკის ოლქის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამმართველოს შენობასთან აფეთქება მოხდა. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფეთქების დროს დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი არ არის. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.