არიზონას უდაბნოში თოვლი მოვიდა
არიზონას უდაბნოში თოვლი მოვიდა

არიზონას უდაბნო თოვლმა დაფარა. უჩვეულო მოვლენის ამსახველ კადრებს სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

კადრებში თოვლით დაფარული ქვიშა და კაქტუსები ჩანს. თოვლით არის დაფარული დიდი კანიონიც.
სინოპტიკოსების ცნობით, თოვლი არიზონას უდაბნოში ცივმა ფრონტმა გამოიწვია, რომელმაც აშშ-ის დასავლეთში მდებარე შტატებს გადაუარა.

უხვ ნალექს თან ტემპერატურის დაცემა ახლდა. აშშ-ის გარდა, თოვლით დაიფარა მექსიკის რამდენიმე ქალაქიც.