„არისის“ მწვრთნელი - გიორგი ქვილითაიას შეჩერება ადვილი არ არის #1TVSPORT
„არისის“ მწვრთნელი - გიორგი ქვილითაიას შეჩერება ადვილი არ არის #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიას „აპოელმა“ გასვლითი შეხვედრა კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერთან, „არისთან“ ფრედ (0:0) დაასრულა. ლიმასოლის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსეი სპილევსკიმ მეტოქის შემადგენლობიდან ქართველი თავდამსხმელი გამოარჩია.

„მათ იოლად ვერ შეაჩერებ, განსაკუთრებით, ქვილითაიას“, – განაცხადა „არისის“ მწვრთნელმა მატჩის შემდეგ.

როგორც ახალგაზრდა სპეციალისტი ამბობს, ქვილითაია ცენტრალურ მცველებზე მაღალი იყო და ეს ძალიან ართულებდა მასთან ბრძოლას.

„არისისა“ და „აპოელის“ შეხვედრის შესახებ კვიპროსულმა გამოცემა „კერკიდამაც“ დაწერა. სტატიის ავტორმა ქართველ შემტევს მეტოქის გუნდის მწვრთნელის თავის ტკივილი უწოდა.

„მასპინძელთა დამრიგებელი სათადარიგოთა სკამიდან გამუდმებით რჩევებს აძლევდა თავის ფეხბურთელებს, როგორ მოქცეულიყვნენ და ემოქმედათ გიორგის წინააღმდეგ. ქვილითაია ძალიან კარგად თამაშობდა, ენერგიულად იბრძოდა, ორჯერ ზუსტად დაარტყა, თუმცა სპილევსკის გუნდს ვერ გაუტანა, ამან კი ახალგაზრდა სპეციალისტი კმაყოფილი დატოვა“, – ვკითხულობთ „კერკიდას“ სტატიაში.