არიგო საკი - "რეალს" ძალიან სუსტი მეტოქეს შეხვდა, პსჟ - მხოლოდ მოთამაშეთა ჯგუფია
“მილანისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა არიგო საკიმ “პარი სენ-ჟერმენის” მოთამაშეები გააკრიტიკა, რომლებმაც მადრიდის “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მეორე შეხვედრაც დათმეს და ორი თამაშის ჯამში 2:5 დამარცხდნენ.
“რეალს” ძალიან სუსტი მეტოქე ჰყავდა. “პარი სენ-ჟერმენი” – მხოლოდ მოთამაშეთა ჯგუფია. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ იდეას ფულით ვერ იყიდი. პარიზულ კლუბს ბევრი რამ არ ჰყოფნის. პარიზში მადრიდელები პირში სიგარეტით თამაშობდნენ. როდესაც ხედავთ მარკო ვერატის და მის დამოკიდებულებას საქმისადმი, გესმით, რომ დღეს პარიზში გუნდი არ ჰყავთ”, – განუცხადა ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა გაზეთ L’Equipe-ს.