არიგო საკი - მესი მარადონას ჩრდილში იყო, ახლა მთელი არგენტინა მისი მადლიერია #1TVSPORT
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ ლიონელ მესისა და არგენტინის ნაკრების მიერ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„როდესაც მესიმ თასი აღმართა, თვალები ცრემლებით დასველებული ჰქონდა. ლეოს მთელ კარიერაზე ვფიქრობდი, რა მოიგო „ბარსელონასთან“, მის დრიბლინგზე, გოლებზე, მრავალრიცხოვან „ოქროს ბურთზე“. თუმცა, მას წყევლა ჰქონდა, რომლისგანაც თავის დაღწევას ვერ ახერხებდა.
მესი მუდმივად მარადონას ჩრდილში იყო და ეს ზეწოლა მასზე ცუდ გავლენას ახდენდა. ძალიან ხშირად ეკითხებოდნენ, რისი მიცემა შეეძლო ეროვნულ გუნდისთვის და ეს ძალიან აწუხებდა. ლეო პასუხისმგებლობას გრძნობდა თავისი ხალხის წინაშე და იმ ფაქტს, რომ ნაკრებში თამაში კარგად არ მისდიოდა, ძალიან განიცდიდა.
ახლა მთელი არგენტინა მისი მადლიერია. არ მინდა კამათი, მიაღწია თუ არა მან მარადონას დონეს. არ ვეთანხმები ამ შედარებას ჩემპიონებს შორის, რომლებიც სხვადასხვა საფეხბურთო ეპოქას მიეკუთვნებიან. მე ვიცი ერთი რამ – მარადონა ფენომენი იყო და მას კარგად ვიცნობდი. მე ვიცი, რომ მესი ასევე ფენომენალურია, თუმცა სხვაგვარად“, – განაცხადა არიგო საკიმ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.