„ბაიერნის“ ყოფილმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა უპასუხა შეკითხვას საუკეთესო მწვრთნელზე, რომელთანაც მას მუშაობა მოუწია.
„ბევრი შესანიშნავი მომენტი განვიცადე ბევრ მწვრთნელთან ერთად, ჩვენი გუნდს ძალიან წარმატებული იყო. მაგრამ თუ შემეკითხებით, ვინ იყო საუკეთესო მწვრთნელი, გიპასუხებთ, რომ ასეთი გახლდათ პეპ გვარდიოლა. ყველაზე მეტად მასთან მუშაობა მომეწონა. საფეხბურთო თვალსაზრისით, ის გენიალურია.
როცა პეპი მოვიდა, მე უკვე 30 წლის ვიყავი. ასეთ ასაკში შენ, უბრალოდ, საკუთარი ფორმისა და თამაშის დონის შენარჩუნებაზე ფიქრობ. მაგრამ მისი ხელმძღვანელობით მე უკეთესი გავხდი. მოულოდნელად, სხვადასხვა პოზიციაზე ვითამაშე, თუმცა, არასოდეს მიფიქრია, რომ იქ თამაში მომიწევდა. ის საუკეთესო იყო“, – თქვა რობენმა.
ხოსეპ გვარდიოლა „ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი 2013-16 წლებში იყო.