ნიდერლანდების ერედივიზიონში მოთამაშე „გრონინგენის“ გარემარბი არიენ რობენი ტრავმის გამო, დეკემბრამდე ვერ შეძლებს თავისი გუნდის დახმარებას, – დაწერა კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა.
36 წლის ფეხბურთელმა ზაფხულში განაახლა კარიერა, როცა „გრონინგენთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მას შემდეგ, მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება მოახერხა. ამჟამად, ფეხბურთელს ფიზიკური პრობლემები აწუხებს და ამის გამო, უახლოეს რამდენიმე კვირას გამოტოვებს.
რობენი „გრონინგენის“ აღზრდილია და ამ გუნდის რიგებში ბოლო გოლი 2022 წლის 28 აპრილს გაიტანა. ამის შემდეგ, ის „ეინდჰოვენში“ გადავიდა, რასაც მოჰყვა თამაში „ჩელსიში“, „რეალსა“ და „ბაიერნში“. 2019 წელს, რობენმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მაგრამ შემდეგ ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა.