არიენ რობენი „ბაიერნის“ ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა
არიენ რობენი „ბაიერნის“ ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა

უქმეებზე გერმანიის ჩემპიონატში მე-11 ტური მიმდინარეობს. გაიმართა ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც “დორტმუნდმა” შინ მიიღო “ბაიერნი”. ამ მატჩში დადასტურდა დორტმუნდელთა კრიზისი – მათ ზედიზედ მეოთხედ ვერ მოიგეს და ამ ოთხ მატჩში მესამედ წააგეს.

“ბაიერნი” არიენ რობენის, რობერტ ლევანდოვსკისა და დავიდ ალაბას გოლებით 67-ე წუთისთვის 3:0-ს იგებდა. “დორტმუნდმა” ერთადერთი საპასუხო გოლი 88-ე წუთზე გაიტანა, რომელიც ბარტრას ანგარიშზეა – 1:3.

რობენმა 93-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში “ბაიერნის” მაისურით და ამით კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი გახდა. ჰოლანდიელმა ბრაზილიელ ჯოვანი ელბერს გაუსწრო.

მიუნხენელები 26 ქულით ლიდერობენ, “დორტმუნდს” კი 20 ქულა აქვს და მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. მეორე ადგილზეა “ლაიპციგი” 22 ქულით, რომელმაც 2:1 მოუგო “ჰანოვერს”.