არგენტინის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
არგენტინის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

არგენტინის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამანდო ბუდუს კორუფციულ გარიგებაში დასდეს ბრალი.

საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც ბუდუ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ექს ვიცე -პრეზიდენტმა ერთ-ერთი ტიპოგრაფია გაკოტრებას გადაარჩინა, სანაცვლოდ კი ამავე კომპანიაში წილი მიიღო. საუბარია კომპანია Ciccone Calcografica-ზე.

აღნიშნული ტიპოგრაფია ერთადერთია არგენტინაში, რომელსაც ფულისა და ოფიციალური დოკუმენტების ბეჭდვის უფლება აქვს.

ამანდო ბუდუ არგენტინის ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2009-2015 წლებში იკავებდა. ის არგენტინის ვიცე- პრეზიდენტის თანადმებობაზე კრისტინა კირშნერის მმართველობის პერიოდში მუშაობდა.