არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ქონების გასხვისებისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ბუენოს-აირესის სასამართლომ არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს, კარლოს მენემს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
88 წლის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სახელმწიფო ქონების გასხვისებისთვის ჰქონდა წარდგენილი. სასამართლომ კარლოს მენემს სახელმწიფო უწყებაში დასაქმება სიცოცხლის ბოლომდე აუკრძალა.
სასამართლოს განჩინებით, 1991 წელს მენემის მთავრობამ საგამოფენო ცენტრი 30 მილიონ დოლარად გაყიდა, მაშინ, როდესაც ობიექტის საბაზრო ღირებულება სულ მცირე 131 მილიონი დოლარი იყო.
სახელმწიფომ 100 მილიონი დოლარი იზარალა. 1991-1995 წლებში ხორვატიისა და ეკვადორისთვის შეიარაღების უკანონო გადაცემის ბრალდებით, კარლოს მენემს 2013 წელს 7- წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
კარლოს მენემი არგენტინის პრეზიდენტის თანამდებობას 1989-1999 წლებში იკავებდა.