არგენტინის ნაკრებში ლიონელ მესი არ გამოიძახეს
არგენტინის ნაკრებში ლიონელ მესი არ გამოიძახეს

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ლიონელ სკალონიმ უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. არგენტინის ნაკრების რიგებში არ არის ლიონელ მესი, რომელმაც კარიერა ეროვნულ გუნდში დროებით შეაჩერა.

სამაგიეროდ, გამოძახებულია მილანის „ინტერის“ ფორვარდი მაურო იკარდი. ლიონელ მესის დროს, მას ნაკრებში რამდენიმე მწვრთნელი არ იძახებდა.

არგენტინელთა გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები – სერხიო რომერო (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ხერონიმო რული (რეალ სოსიედადი, ესპანეთი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი);

მცველები – გაბრიელ მერკადო (სევილია, ესპანეთი), მარკოს აკუნია (სპორტინგი, პორტუგალია), რამირო ფუნეს მორი (ვილიარეალი, ესპანეთი), ხერმან პეცელია (ფიორენტინა, იტალია), ედუარდო სალვიო (ბენფიკა, პორტუგალია), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ჰოლანდია), ვალტერ კანემანი (გრემიო, ბრაზილია), ალან ფრანკო (ინდეპენდიენტი), ლიონელ დი პლასიდო (ლანუსი), ფაბრისიო ბუსტოსი (ინდეპენდიენტი);

ნახევარმცველები – მაქსიმილიანო მესე (ინდეპენდიენტი), მატიას ვარგასი (ველეს სარსფილდი), ფრანკო სერვი (ბენფიკა, პორტუგალია), ფრანკო ვასკესი (სევილია, ესპანეთი), ჯოვანი ლო სელსო (პსჟ, საფრანგეთი), ლეანდრო პარედესი (ზენიტი, რუსეთი), სანტიაგო ასკასიბარი (შტუტგარტი, გერმანია), როდრიგო ბატალია (სპორტინგი, პორტუგალია), ესეკილ პალასიოსი (რივერ პლეიტი), გონსალო მარტინესი (რივერ პლეიტი);
ფორვარდები – კრისტიან პავონი (ბოკა ხუნიორსი), ანხელ კორეა (ატლეტიკო, ესპანეთი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), მაურო იკარდი (ინტერი, იტალია), ჯოვანი სიმეონე (ფიორენტინა, იტალია), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია).

არგენტინა 7 და 11 სექტემბერს, შესაბამისად, ლოს ანჯელესსა და ისტ-რუზერფორდში გვატემალისა და კოლუმბიის ნაკრებებს შეხვდება.