არგენტინის ნაკრებმა უარი თქვა ქვეყნის პრეზიდენტის სასახლეში სტუმრობაზე #1TVSPORT
გამოცემა Le Monde-ს ინფორმაციით, არგენტინის ნაკრებმა მიწვევა მიიღო ქვეყნის პრეზიდენტისგან, ალბერტო ფერნანდესისგან – მსოფლიოს ახალ ჩემპიონს საპრეზიდენტო სასახლეში თასით მისვლა შესთავაზეს.
წყაროს ცნობით, არგენტინის ნაკრებმა უარი უთხრა ქვეყნის პრეზიდენტს. როგორც იტყობინებიან, ეს უკავშირდება პოლიტიკურ შეხედულებებში აზრთა სხვადასხვაობას. გარდა ამისა, ფეხბურთელებს არ სურდათ, რომ მათი გამოჩენა სასახლეში გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური მიზნებით.