არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა არ იცის, დაბრუნდება თუ არა მესი
არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა არ იცის, დაბრუნდება თუ არა მესი

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ლიონელ სკალონიმ არ იცის, დაბრუნდება თუ არა ლიონელ მესი ეროვნულ გუნდში.

შეგახსენებთ, “ბარსელონას” ლიდერი არ არის გამოძახებული ეროვნულ გუნდში გვატემალასთან (7 სექტემბერი) და კოლუმბიასთან (12 სექტემბერი) მატჩებისთვის.

„ველაპარაკე მას. ვიცოდი, რომ ეს თემა ყველას აინტერესებდა, ყველას უნდოდა ამის შესახებ მოსმენა, ჩვენ ვისაუბრეთ და ამის შემდეგ არ გამოვიძახეთ უახლოეს ორ მატჩზე. არ გვილაპარაკია იმაზე, რა იქნება მომავალში. ვიცით, რასაც ნიშნავს ის ჩვენთვის. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ“, – განაცხადა სკალონიმ პრესკონფერენციაზე.

მესი არგენტინის ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზეა 128 მატჩი და 65 გოლი.