არგენტინის ნაკრების მომავალ მწვრთნელად დიეგო სიმეონე მოიაზრება
არგენტინის ნაკრების მომავალ მწვრთნელად დიეგო სიმეონე მოიაზრება

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურად დიეგო სიმეონეს მოაზრებენ, – იუწყება El Chiringuito.

50 წლის სპეციალიტს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

მადრიდული კლუბი დიეგო სიმეონემ 2011 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით „ატლეტიკომ“ ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და სუპართასი მოიპოვა. სიმეონემ მადრიდელებთან ერთად ორჯერ იზეიმა ევოპის ლიგის ჩემპიონობა, ორჯერ აღმართა უეფა-ს სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ორჯრ ითამაშა.

დიეგო სიმეონეს, როგორც ფეხბურთელს არგენტინის ნაკრებში 104 მატჩი აქვს ჩატარებული.