არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი სასტიკი ძარცვის მსხვერპლი გახდა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი სასტიკი ძარცვის მსხვერპლი გახდა #1TVSPORT

პორტუგალიური „ბენფიკას“ მცველი ნიკოლას ოტამენდი საკუთარ სახლში სასტიკი ძარცვის მსხვერპლი გახდა.

გამოცემა Correio da Manha წერს იმის შესახებ, რომ ოთხი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს. მას კისერზე ქამარი ჩამოაცვეს, სახლის შესასვლელი კარის გაღება აიძულეს, რის შემდეგაც ფული და საათი გაიტაცეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ოტამენდი პორტუგალიის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ შინ დაბრუნდა. სახლში მისი ცოლი და ბავშვი იმყოფებოდნენ.

მძარცველები დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ და საქმეს უკვე იძიებს პორტუგალიის პოლიცია.