არგენტინის ნაკრების ყოფილ მეკარეს პაბლო კავალიეროს პატიმრობა ემუქრება, – წერს ადგილობრივი პრესა.
46 წლის ყოფილ ფეხბურთელს ბრალად ედება არაგანზრახ მკვლელობა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. კავალიერო Volkswagen Tiguan-ის საჭესთან იჯდა და 57 წლის ხუან რივეროს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
კავალიერომ არგენტინის ნაკრებში 26 მატჩი ჩაატარა და ეროვნულ გუნდს წარმოადგენდა მსოფლიოს 1998 და 2002 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე. საკლუბო დონეზე ის „ესპანიოლში“, „სელტაში“, „ლევანტესან“ და სხვა გუნდებში თამაშობდა. ამჟამად, კავალიერო არგენტინული კლუბის „ველეს სარსფილდის“ სპორტული დირექტორია.