არგენტინის დედაქალაქში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
არგენტინის დედაქალაქში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

არგენტინის დედაქალაქში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციამ საავტომობილო მოძრაობის მასშტაბური შეფერხება გამოიწვია.

ქვეყნის პრეზიდენტის, ალბერტო ფერნანდესის საწინააღმდეგო აქციის დროს, ბუენოს აირესის მცხოვრებლები ავტომობილებიდან გადმოვიდნენ და მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის, კორონავირუსული ინფექციის ჩაკეტვის ზომების და სასამართლო სისტემის შემოთავაზებული რეფორმის წინააღმდეგ უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

„როიტერი“  წერს, რომ სამხრეთ ამერიკის მესამე ეკონომიკა ღრმა კრიზისში ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე იყო.

დატოვე კომენტარი