ხვალიდან მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი იწყება, სადაც არგენტინა საფრანგეთს დაუპირისპირდება. უცხოური სპორტული გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არგენტინის ნაკრების წევრები პენალტების დარტყმაში ვარჯიშობენ.
არგენტინელებს პენალტების დარტყმა ბოლო ოთხ საერთაშორისო ტურნირზე მოუწიათ. 2011 წელს მათ ურუგვაისთან პენალტებში წააგეს, 2014 წელს ჰოლანდია პენალტების სერიაში დაამარცხეს, 2015 წელს მოიგეს კოლუმბიასთან „კოპა ამერიკაზე“ და 2016 წელს ამავე ტურნირზე ჩილესთან დამარცხდნენ.
საგულისხმოა, რომ სერხიო რომერო, რომელიც პენალტების მოგერიების ექსპერტად ითვლება გუნდის შემადგენლობაში არაა და მის ნაცვლად ფრანკო არმანი თამაშობს.
ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!