არგენტინელ დიჯეის სიკვდილით ემუქრებოდნენ მას შემდეგ, რაც მესის კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT
არგენტინელ დიჯეის სიკვდილით ემუქრებოდნენ მას შემდეგ, რაც მესის კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT

არგენტინელმა დიჯეიმ ფერ პალასიომ განაცხადა, რომ სასიკვდილო მუქარის შეტყობინებებს იღებდა მას შემდეგ, რაც „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს ლიონელ მესის კორონავირუსი დაუდასტურდა.

საშობაო არდადეგებისას არგენტინელი ქალაქ როსარიოში რამდენიმე წვეულებას დაესწრო. ერთ-ერთზე სწორედ პალასიო გამოდიოდა. როცა პსჟ-მ თავისი ფორვარდის დადებითი ტესტის შესახებ გამოაცხადა, დიჯეიმ გაამხილა, რომ ლეოს ფანები ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სოციალური ქსელის მეშვეობით, რადგან გადაწყვიტეს, რომ პალასიო იყო დამნაშავე მესი კორონავირუსით რომ დაინფიცირდა.

„ტვიტერში“ პოპულარული ვარ, რადგან მესის კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი ამას მე მიკავშირებენ. წერენ, რომ მე გადავდე. მკვლელსაც კი მიწოდებდნენ. ძალიან ცუდი პირადი შეტყობინებები მივიღე. გუშინ ტესტირება გავიარე და კორონავირუსი არ მაქვს“, – განაცხადა პალასიომ.

ამასობაში, ლიონელ მესი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მისმა ბოლო ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, რის შემდეგაც არგენტინელი ფეხბურთელი ოჯახთან ერთად საფრანგეთში გაფრინდა.