არგენტინაში საოცარი ამბებია - ლამის მთელი ქვეყანა ქუჩაში გამოვიდა და ჩემპიონობას ზეიმობს [ვიდეო] #1TVSPORT
გონსალო მონტიელიმ პენალტი დაარტყა, საფრანგეთთან არგენტინის ნაკრებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:2 გაიმარჯვა და სამხრეთამერიკელები ისტორიაში მესამედ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები – ეს დარტყმა იყო და არგენტინის დედაქალაქი ბუენოს აირესი ზეიმში ჩაეფლო. მთელი არგენტინა ელოდა ამ დიდ ფინალს.
ხალხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეავსო ქალაქების და სოფლების ცენტრალური მოედნები თამაშის სანახავად. მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, როცა მესიმ და კამპანიამ არგენტინა ისტორიაში მესამე მსოფლიო ჩემპიონატის მოგებამდე მიიყვანეს.
ფინალში გამარჯვების შემდეგ ბუენოს აირესი და მთელი არგენტინა უდიდესმა სიხარულმა მოიცვა, რომლის მასშტაბებიც წარმოუდგენელია და ამ ვიდეოში იხილავთ. არგენტინელებმა აავსეს დედაქალაქის ქუჩები, მოედნები და აღნიშნავენ სანატრელ გამარჯვებას მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც პირველია 1986 წლის შემდეგ.