არგენტინაში მატჩის დროს მწვრთნელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს [ვიდეო] #1TVSPORT
არგენტინული კლუბის „ფეროს“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო რომერო ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ქვეყნის მესამე დივიზიონის მატჩის დროს, რომელშიც მისი გუნდი სტუმრად „ურაკანს“ ხვდებოდა.
გაზეთ Ole-ს ინფორმაციით, ყველაფერი „ურაკანის“ გულშემატკივართა დაჯგუფებებს შორის ჩხუბით დაიწყო. ერთ-ერთმა ფანმა სროლა ატეხა და ტყვია მხარში მოარტყა რომეროს.
სროლის ხმაზე ფეხბურთელები და მსაჯები გასახდელისკენ გაიქცნენ, თამაში კი შეწყდა. “ურაკანი“ 3:1 იყო დაწინაურებული.
მოგვიანებით, „ფერომ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ გუნდის მწვრთნელის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კლუბი აპირებს პოლიციას განცხადებით მიმართოს.