არგენტინაში ლიონელ მესის ძმა დააპატიმრეს
არგენტინაში ლიონელ მესის ძმა დააპატიმრეს

„ბარსელონას“ ფორვარდის ლიონელ მესის ძმა მატიასი მორიგი სკანდალის გმირი გახდა. როგორც გაზეთი The Sun წერს, მატიას მესი არგენტინაში იარაღის უკანონოდ შენახვის გამო დააპატიმრეს. მის ნავში პოლიციამ პისტოლეტი იპოვა, გარდა ამისა, ნავში სისხლის ლაქები აღმოაჩინა.

თავად მატიას მესი დახმარებას ითხოვდა. ის ირწმუნებოდა, თითქოს ნავზე შემთხვევით ჭრილობა მიიღო. ერთ-ერთი თევზსაჭერი კლუბის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც იპოვნა კიდეც ცეცხლსასროლი იარაღი.

აღსანიშნავია, რომ მატიას მესი პოლიციაში განსაკუთრებულ აღრიცხვაზე ჰყავთ აყვანილი, რადგან ფეხბურთელის ძმა ადრე ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე იყო, აგრეთვე, ნარკოტიკების ვაჭრობისთვის იყო დაკავებული.