არგენტინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ხუთი ათასს გადააჭარბა

08:01, 12.08.2020

არგენტინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ხუთი ათასს გადააჭარბა.

ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა ფიქსირდება.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში არგენტინაში „კოვიდ-19“-ის 7 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 260 911 შემთხვევა.

დაავადებას სულ 5 004 ინფიცირებული ემსხვერპლა.

მსგავსი