არგენტინაში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა
არგენტინაში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა

არგენტინა მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც „კოვიდ-19“-ის მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აქვეყნებს.

დღეის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1 002 662 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

ამასთან, ბოლო 24 საათში არგენტინაში კორონავირუსის 12 982 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის შედეგად ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 451 ადამიანი გარდაიცვალა.