არგენტინაში კორონავირუსის გამო შეაჩერეს შიდა საფეხბურთო ტურნირები #1TVSPORT

11:58, 22.05.2021

არგენტინის საფეხბურთო ასოციაციამ შეაჩერა ეროვნული ტურნირების ჩატარება კორონავირუსთან დაკავშირებული არასახარბიელო სიტუაციის გამო. ამის შესახებ ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია.

ყველა თამაში გადადებულია მინიმუმ 30 მაისამდე. კერძოდ, გადატანილია პროფესიული ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩები: „ინდეპენდიენტე“-„კოლონი“ და „ბოკა ხუნიორსი“-„რასინგი“.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე არგენტინაში კოპა ამერიკა უნდა გაიმართოს.

მსგავსი