არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს მიაგნეს
არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს მიაგნეს

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს მიაგნეს, – ამის შესახებ ლათინური ამერიკის ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალებმა მიკრობლოგ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადეს.

როგორც ცნობილია, ამერიკული კომპანია Ocean Infinity-ის ნავი სან-ხუანი, რომლის ბორტზე 44 ადამიანი იმყოფებოდა, დისტანციური მართვის აპარატის საშუალებით, 800 მეტრის სიღრმეში იპოვეს.

წყალქვეშა ნავი სან-ხუანი სამხედრო საზღვაო ბაზა მარ-დელ-პლატის მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წლის ნოემბერში გაუჩინარდა. ბორტზე ეკიპაჟის 44 წევრი იმყოფებოდა. მათ შორის იყო პირველი არგენტინელი ქალი მეზღვაური, მარია ელიანა.

ბორტზე მყოფების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ორ კვირაში დასრულდა, თუმცა ნავის სამძებრო სამუშაოები დღემდე გრძელდებოდა.