არგენტინამ მესის ჰეთ-თრიკით ჰაიტის 4:0 მოუგო [ვიდეო]

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა – ბუენოს აირესში “ალბერტო არმანდოს” სტადიონზე ჰაიტის ნაკრებს უმასპინძლა და 4:0 მოიგო. ჰეთ-თრიკი და საგოლე პასი იყო “ბარსელონას” ფორვარდის ლიონელ მესის ანგარიშზე.

მე-17 წუთზე მესიმ პენალტით გახსნა ანგარიში.

მეორე ტაიმში, 58-ე წუთზე ლეომ დუბლი გაიფორმა, როცა დამატებაზე ითამაშა კარგად, რვა წუთში კი კრისტიან პავონის შესანიშნავი პასის შემდეგ გაიტანა.

69-ე წუთზე მესიმ სერხიო აგუერომ გაატანინა და არგენტინამ 4:0 მოიგო.

არგენტინამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
კაბალიერო, მასკერანო, ფასიო (46. როხო), სალვიო, ოტამენდი, ტალიაფიკო (71. აკუნია), დი მარია (59. მესა), ლანცინი (59. აგუერო), ლო სელსო (75. ბანეგა), მესი, იგუაინი (59. პავონი).

ხავიერ მასკერანოსთვის ეს იყო 143-ე მატჩი არგენტინის ნაკრებში, რითაც მან გაიმეორა ხავიერ ძანეტის რეკორდი.