რიო დე ჟანეიროში, „მარაკანას“ სტადიონზე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეექვსე ტურის მატჩი გაიმართა ბრაზილიასა და არგენტინას შორის.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ნიკოლას ოტამენდის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა და შეუნარჩუნა არგენტინას ცხრილში ლიდერობა.
ბრაზილიის წაგებების სერიამ სამ მატჩს მიაღწია, მოუგებელი სერია კი ოთხ მატჩამდე ავიდა, რის შედეგად „სელესაო“ გათამაშების ცხრილში მეექვსე ადგილამდე დაეშვა.
ბრაზილია-არგენტინა 0:1
გოლი: 0:1 ოტამენდი (63)
ბრაზილია: ალისონი, ემერსონი, მარკინიოსი (46. ნინო), გაბრიელი (72. ჟოელინტონი), კარლოს აუგუსტო, ბრუნო გიმარაეში (78. დუგლას ლუისი), ანდრე, რაფინია (72. ენდრიკი), როდრიგო, მარტინელი (78. რაფაელ ვეიგა), გაბრიელ ჟესუსი.
არგენტინა: ე. მარტინესი, მოლინა, ოტამენდი, რომერო, აკუნია (66. ტალიაფიკო), ლო ჩელსო (70. გ. გონსალესი), მაკალისტერი, დე პაული ე. ფერნანდესი (70. პარედესი), მესი (78. დი მარია), ხ. ალვარესი (78. ლაუტარო მარტინესი).
გაძევება: ჟოელინტონი (81. ბრაზილია).