არგენტინამ ისრაელთან ამხანაგური მატჩი გააუქმა
არგენტინამ ისრაელთან ამხანაგური მატჩი გააუქმა

არგენტინის ნაკრებმა 9 ივნისს, იერუსალიმში ისრაელის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის ჩატარებაზე უარი განაცხადა, – წერს გაზეთი Mundo Deportivo.

მიზეზი პალესტინის წარმომადგენელთა მხრიდან მუქარა გახდა.

უფრო ადრე, პალესტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯიბრილ რაჯუბმა ​არაბ და მუსლიმ გულშემატკივრებს მოუწოდა, “ბარსელონას” ფორვარდ ლიონელ მესის მაისურები და ფოტოები დაეწვათ, თუ ფეხბურთელი ისრაელის წინააღმდეგ ითამაშებდა.

გარდა ამისა, პალესტინელი ფანების ჯგუფმა მოაწყო აქცია ბარსელონაში არგენტინის ნაკრების ბაზასთან. ისინი ითხოვდნენ ისრაელთან ამხანაგური მატჩის გაუქმებას.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, არგენტინა მაინც გეგმავს მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი ამხანაგური მატჩის ჩატარებას. შეხვედრა, სავარაუდოდ, ბარსელონაში გაიმართება.