არგენტინამ ერაყს 4:0 მესის გარეშე მოუგო [ვიდეო]

არგენტინის ნაკრებმა, ნეიტრალურ მოედანზე, საუდის არაბეთის ქალაქ – ელ-რიადში,  ერაყის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და ოთხი უპასუხო გოლის გატანა შეძლო.

ანგარიში მე-18 წუთზე ლაუტარო მარტინესმა გახსნა, კიდევ სამი გოლი არგენტინამ მეორე ტაიმში გაიტანა – თავი გამოიჩინეს რობერტო პერეირამ (54-ე წუთი), ხერმან პეცელიამ (82) და ფრანკო ჩერვიმ (91).

არგენტინამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

რომერო, პეცელია, მორი, აკუნია, ბუსტოსი (კანემანი, 75), ვასკესი (სალვიო, 45), პარედესი (ჩერვი, 60), მესა (პერეირა, 45), დიბალა, დე პაული (ასკასიბარი, 45), მარტინესი (სიმეონე, 57).

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, არგენტინამ მესამე მატჩი ჩაატარა. მანამდე მან გვატემალას 3:0 მოუგო და 0:0 ითამაშა კოლუმბიასთან.