არგენტინამ აშშ დაამარცხა და მომდევნო მსოფლიო თასზე ადგილი დაიბევა | იაპონია 2019
არგენტინამ აშშ დაამარცხა და მომდევნო მსოფლიო თასზე ადგილი დაიბევა | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე კიდევ ერთი მატჩი დასრულდა. ერთმანეთს არგენტინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები ხვდებოდნენ. ამ მატჩს გუნდებისთვის მხოლოდ მესამე ადგილისთვის ბრძოლის დატვირთვა ჰქონდა, რადგან არგეტინასაც და შტატებსაც მეოთხედფინალში გასვლის შანსი უკვე დაკარგული ჰქონდათ.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში სამხრეთამერიკელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 47-17.

შედეგად, C ჯგუფში უკვე ყველაფერი გარკვეულია: მომდევნო ეტაპზე ინგლისი და საფრანგეთი გავიდნენ, არგენტინამ კი მესამე ადგილი დაიკავა და მომდევნო მსოფლიო თასზე ადგილი დაიჯავშნა. მეოთხე ადგილისთვის, რომელსაც მხოლოდ პრესტიჟის დატვირთვა აქვს, აშშ და ტონგა 13 ოქტომბერს იბრძოლებენ, ერთი დღით ადრე კი, 12 ოქტომბერს, საფრანგეთი და ინგლისი შეხვდებიან ერთმანეთს და ჯგუფში პირველადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ.