16 ივნისი. მოსკოვი. სტადიონი “ოტკრიტიე-არენა”. დასაწყისი – 17:00
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის პირველი მეტოქე კოლორტული ისლანდიის ნაკრები იქნება.
“ალბისელესტე” მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, ბოლო ჩემპიონატზე კი ფინალამდე მიაღწია და გერმანიასთან დამატებით დროში წააგო. არგენტინა უკვე მე-17 მუნდიალს თამაშობს. ამბობენ, რომ ეს ტურნირი ბოლო შანსი იქნება ნაკრების ლიდერისთვის ლიონელ მესისთვის – საერთაშორისო დონეზე მიაღწიოს დიდ წარმატებას.
კარდინალურად სხვა ისტორია აქვს ისლანდიას. კუნძულელები, რომლებიც ამ ჩემპიონატზე ყველაზე პატარა ქვეყანას წარმოადგენენ, დებიუტანტები არიან. მათ ევრო 2016-ზე სენსაცია მოახდინეს, ამიტომაც, ისლანდიის ნაადრევად ჩამოწერა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ურთიერთშეხვედრები
არგენტინა და ისლანდია არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს.
საინტერესო ფაქტები
– 12 წლის წინ, 2006 წელს, სწორედ 16 ივნისს ჰქონდა დებიუტი ლიონელ მესის მსოფლიოს ჩემპიონატზე. სერბეთის წინააღმდეგ მატჩში, მან 75-ე წუთზე მაქსი როდრიგესი შეცვალა და 13 წუთის შემდეგ, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 6:0. ამის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე მან კიდევ ოთხი გოლი გაიტანა.
– საკვალიფიკაციო მატჩებში აგუერომ, დიბალამ და იკარდიმ ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანეს, იგუაინის ანგარიშზე – 1 გოლია. ნომინალურ ფორვარდებს შორის, ყველაზე შედეგიანი პრატო იყო – 2 გოლი.
– არგენტინამ შესარჩევ ტურნირში 45 ფეხბურთელი გამოიყენა. დაცვით ხაზში 15 ფეხბურთელი გამოიყენეს და მხოლოდ მეკარე რომერომ ითამაშა ყველა მატჩი. ის ტრავმის გამო ტოვებს ჩემპიონატს.
– მეკარე ჰალდორსონმა დარტყმების 84 პროცენტი მოიგერია. ევროპის შესარჩევში მეკარეების საშუალო მაჩვენებელი იყო – 66 პროცენტი.
– ისლანდიამ შესარჩევში მხოლოდ 16 გოლი გაიტანა – ყველაზე ცოტა იმ გუნდებს შორის, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდნენ.
– ყველა გოლი ისლანდიამ საჯარიმოდან გაიტანა. კარიდან საშუალო დისტანცია – 7 მეტრი იყო.
რა თქვეს მწვრთნელებმა
ხორხე სამპაოლი (არგენტინა):
“ყველა ფეხბურთელი ოცნებობს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშს. ხვალ კარგი მატჩი იქნება – იმედია, მოვიგებთ. მე აქ ჩემი ნაკრები ჩამოვიყვანე და შევეცდები, სწორი გადაწყვეტილებები მივიღო”.
ჰეიმირ ჰადლგრიმსონი (ისლანდია):
“ჩვენ უფრო განსხვავებულ სტილში ვთამაშობთ, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატის სხვა მონაწილეები, მაგრამ ეს ჩვენი მიდგომაა. თუ ვინმეს უკვირს, ე. ი. ის არ იცნობს ჩვენს ნაკრებს. რაც შეეხება მესის, მე არ მაქვს ჯადოსნური ფორმულა. ყველა მწვრთნელი სხვადასხვა ტაქტიკურ ჩანაფიქრს იყენებს, მაგრამ ის მაინც იტანს გოლებს. ჩვენ ყველა ერთმანეთისთვის ვითამაშებთ, ვიქნებით ერთი გუნდი. არ იქნებოდა სამართლიანი, თუ ვინმეს დავნიშნავდით მესის პერსონალურ მეურვედ”.
სავარაუდო შემადგენლობები
არგენტინა (4-2-3-1): კაბალიერო – სალვიო, ოტამენდი, როხო, ტალიაფიკო – მასკერანო, ბილია – მესა, მესი, დი მარია – აგუერო.
ისლანდია (4-2-3-1): ჰალდოურსონი – მაგნუსონეი, სიგურდრონი, არნასონი, სევარსონი – ჰალფრედსონი, გუნარსონი – ბიარნასონი, სიგურდსონი, ფინბოგასონი – ბოდვარდსონი.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიუალდ გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!