არგენტინა 0-1 ბრაზილია | ამხანაგურ მატჩი
არგენტინა 0-1 ბრაზილია | ამხანაგურ მატჩი

მირანდას მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გოლი ერთადერთი გამოდგა ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის ამხანაგურ მატჩში, რომელიც გუშინ, 16 ოქტომნბერს, საუდის არაბეთში გაიმართა. ბრაზილიელმა მცველმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით მიუჩინა ადგილი არგენტინელთა კარში და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მთლიანობაში, მატჩი საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გოლის გატანის შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელები უპირატესად ახალგაზრდული შემადგენლობით თამაშობდნენ და რამდენიმე ვარსკვლავი აკლდათ, მათ შორის ლიონელ მესი, სერხიო აგუერო, გონსალო იგუაინი და ანხელ დი მარია.

ბრაზილიის ნაკრებში, თავის მხრივ, ძირითადის ყველა ფეხბურთელი თამაშობდა, მათ შორის ნეიმარი, კოუტინიო და ფირმინო.

ეს იყო რიგით 105-ე შეხვედრა სამხრეთ ამერიკის ორ უდიდეს საფეხბურთო ნაკრებს შორის და ბრაზილიამ 41-ე გამარჯვება მოიპოვა. არგენტინას, თავის მხრივ, მოგებული აქვს 38 მატჩი, 26 დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.