არეულობის გამო, პარიზის გარეუბანში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს
არეულობის გამო, პარიზის გარეუბანში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს

არეულობის გამო, პარიზის გარეუბანში სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდამცველების დამატებითი ძალები მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც პარიზის გარეუბნებში ახალგაზრდებმა არეულობა მოაწყვეს და რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

როგორც „როიტერი“ წერს, პარიზის გარეუბნებში დაძაბულობა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა მოტოციკლით პოლიციის ავტომობილს შეეჯახა.