„ისთანბულ ბაშაქშეჰირის” ნახევარმცველი არდა თურანი კარიერას „გალათასარაიში” გააგრძელებს.
როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა თავის „ტვიტერზე” წერს, თურქმა ფეხბურთელმა 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი ახალ კლუბთან. ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივებას.
აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელი ასევე მიიღებს დამატებით 500 ათას ევროს, თუ „გალათასარაი” თურქეთის ჩემპიონატს მოიგებს.
თურქეთის სუპერლიგის გასულ სეზონში თურანმა ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.