არჩილ თალაკვაძე - წელს არჩევნები იქნება გარდამავალი სისტემის, რომელიც არის შერეულისა და პროპორციული სისტემის ნაზავი
არჩილ თალაკვაძე - წელს არჩევნები იქნება გარდამავალი სისტემის, რომელიც არის შერეულისა და პროპორციული სისტემის ნაზავი

წელს არჩევნები იქნება გარდამავალი სისტემის, რომელიც არის შერეულისა და პროპორციული სისტემის ნაზავი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ 2020 წელი საკმაოდ დინამიკური იქნება საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

„ჩვენ გველოდება საპარლამენტო არჩევნები. ჯერ კიდევ ვატარებთ დისკუსიებს იმის შესახებ, თუ რომელი იქნება საქართველოსთვის საუკეთესო საარჩევნო სისტემა. უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2024 წლიდან საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება. ასე რომ, წელს იქნება გარდამავალი სისტემა, რომელიც არის შერეული და პროპორციული სისტემის ნაზავი. ამჟამად ამ საკითხზე ცხარე პოლიტიკური დებატები გრძელდება და მოლაპარაკებებში ვართ ჩართული.

საქართველო აცნობიერებს, რომ მხოლოდ რეფორმები, ინსტიტუტების გამტკიცება, დემოკრატიის გაუმჯობესება და სამართლიანი არჩევნები არის ერთადერთი გარანტია ქვეყნის გრძელვადიანი და წარმატებული განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, დიდ ენერგიას ვხარჯავთ ამის მისაღწევად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.