არჩილ თალაკვაძე - ვხვდები, შეწუხებული ხართ, რომ პარლამენტის წინ ვიღაცამ ჯვარი დადგა, მაგრამ არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში ცარიელი კარვები იდგა
არჩილ თალაკვაძე - ვხვდები, შეწუხებული ხართ, რომ პარლამენტის წინ ვიღაცამ ჯვარი დადგა, მაგრამ არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში ცარიელი კარვები იდგა

ამ კითხვას რომ მისვამთ, ვხვდები, შეწუხებული ხართ, რომ პარლამენტის წინ ვიღაცამ ჯვარი დადგა, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვას, აიღებენ თუ არა ჯვარს, რომელიც პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა განათავსეს.

თალაკვაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, ამ საკითხისგან სენსაციები არ შექმნან.

„ჯვრის დანახვაზე იძაბებით? თქვენ ხართ მედია, რომელმაც საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. თქვენ ამ კითხვას რომ მისვამთ, ვხვდები, შეწუხებული ხართ, რომ პარლამენტის წინ ვიღაცამ ჯვარი დადგა, მაგრამ წინა პერიოდში არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა. მაშინ თქვენი პრეტენზიები არ მინახავს. ასე აღტკინებით და შეწუხებით მაშინაც რომ გეკითხათ, კარგი იქნებოდა.

არაფერი გაბედე-არგაბედეს თამაში არ არის, მალე ნახავთ, რომ ნორმალურად, კანონმდებლობის ფარგლებში, გადაწყდება ყველაფერი და პარლამენტის წინ ტერიტორია დაუბრუნდება ისეთ ფორმას, რომელსაც პარლამენტი იმსახურებს. აქედან სენსაციებს ნუ ქმნით. როგორც მოქალაქეები თუ უნდა შეწუხებულიყავით, უნდა შეწუხებულიყავით მაშინ, როცა ცარიელი კარვები იდგა და რამდენიმე ადამიანს ოპოზიცია სიცხეში აწამებდა ისე, რომ არანაირი პროტესტი იქ არ არსებობდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.