არჩილ თალაკვაძე - ვინც დღეს ჟრიამულით გამოეხმაურა პრემიერისა და ნატო-ს გენმდივნის შეხვედრის გადადებას, ის ხალხია, რომელსაც საკუთარი გაფუჭებული ურჩევნია სხვის გაკეთებულს, საქართველოში ომი ურჩევნია მშვიდობას
ვინც დღეს ჟრიამულით გამოეხმაურა პრემიერისა და ნატო-ს გენმდივნის შეხვედრის გადადებას, ის ხალხია, რომელსაც საკუთარი გაფუჭებული ურჩევნია სხვის გაკეთებულს, საქართველოში ომი ურჩევნია მშვიდობას, – პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ამის შესახებ „ფეისბუქში“ წერს.
„ვინც დღეს ჟრიამულით და ნიშნის მოგებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას – კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საკუთარი გაფუჭებული ურჩევნია სხვის გაკეთებულს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში ომი ურჩევნიათ მშვიდობასაც. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა გაგიხარდეს შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თუ ნატო-ს გენერალურ მდივანს ვერ შეხვდება?!
შეხვედრა შედგა – იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სახლში მიიღო. საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია და ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ალიანსის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში“, – წერს არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქში“.