არჩილ თალაკვაძე – უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ხელშესახები წარმატება აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ხელშესახები წარმატება აქვს.
როგორც ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, ქვეყანას მზარდი ტურიზმი, ღია ეკონომიკა აქვს და საერთაშორისო მისიებში ძალიან საიმედო პარტნიორია.
„ლოგიკურია, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს. რეფორმები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორციელდება, მომავალში კიდევ უკეთეს პოზიციებსა და მეტ უსაფრთხოებას მოგვცემს. სახელმწიფოს მართლწესრიგის უზრუნველყოფისთვის ძლიერი ბერკეტები აქვს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხარდაჭერის ფონზე პოლიციელები, სამართალდამცავები საქართველოს მაღალ რეპუტაციას შეინარჩუნებენ”, – განაცხადა თალაკვაძემ.