არჩილ თალაკვაძე - სტრასბურგში სარჩელი შეიტანეს ადამიანებმა, რომელთა ხელისუფლების მიმართაც ჩვენს მოქალაქეებს ათასობით საჩივარი ჰქონდათ
არჩილ თალაკვაძე - სტრასბურგში სარჩელი შეიტანეს ადამიანებმა, რომელთა ხელისუფლების მიმართაც ჩვენს მოქალაქეებს ათასობით საჩივარი ჰქონდათ

ჩვენ ყოველთვის სრულ ნდობას ვუცხადებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაველოდოთ, ვფიქრობ, ისინი მიიღებენ სამართლიან პასუხებს საკუთარ საჩივრებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე ნიკა მელიასა და გიგი უგულავას მიერ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანის საკითხს გამოეხმაურა.

„ეს არის სტრასბურგის სასამართლოში იმ ადამიანების სარჩელი, ვისი ხელისუფლების და ვის მიმართაც ჩვენს თანამოქალაქეებს ათასობით საჩივარი ჰქონდათ შეტანილი, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. მაშინ ეს ადამიანები უგულებელყოფდნენ სტრასბურგში შეტანილ საჩივრებს.

უგულებელყოფდნენ სამართლიანი სასამართლოს პრინციპს და ადამიანის უფლებებს. საფუძვლიან კითხვებს აჩენს, რომ ეს არის უფრო პოლიტიკური აქტი, ვიდრე მათი მხრიდან რაიმე სიმართლის ძებნის მცდელობა. ეს დაგვიანებულია, ვინაიდან მათთან მიმართებაში საქმეები უკვე ბევრი წელია, სასმართლოში იხილება და გადაწყვეტილებებიც იყო მიღებული. ეს არის პოლიტიკური აქტი, რომლითაც ისინი ცდილობენ, პოლიტიკური ვიტამინები გადაისხან და პოლიტიკური ყურადღების ცენტრში დაბრუნდნენ, რაც ვფიქრობ, არ გამოუვათ. ჩვენ ვენდობით და ყოველთვის სრულ ნდობას ვუცხადებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაველოდოთ, ვფიქრობ, ისინი მიიღებენ სამართლიან პასუხებს საკუთარ საჩივრებზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი