არჩილ თალაკვაძე - სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო მიიღებდა, ადგილი თუ ექნებოდა მის ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას
არჩილ თალაკვაძე - სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო მიიღებდა, ადგილი თუ ექნებოდა მის ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო მიიღებდა, ადგილი თუ ექნებოდა მის კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების კომენტირებისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, კანონის უზენაესობა არის ერთადერთი მყარი საფუძველი, რათა პარტიებს შორის თანამშრომლობის სამართლიანი წესები იყოს.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები განვითარდა ამ ორი დღის განმავლობაში. კერძოდ, გუშინ დასრულდა სასამართლო ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, სადაც რეალურად ადგილი ჰქონდა სახელმწიფო და კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე თავდასხმას, მის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. ჩვენ ამაზე უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგვეხსნა პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტი, მივეცით პროკურატურას თანხმობა, რომ მიემართა სასამართლოსთვის.

ვფიქრობ, სასამართლომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო მიიღებდა, მის კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე ძალადობრივ შეტევას თუ ექნებოდა ადგილი.  შესაბამისად, კანონის უზენაესობა არის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომ მომავალში ჩვენ გვქონდეს სტაბილური სისტემა და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის ისეთი სამართლიანი წესები, სადაც შეთანხმება არსებობს, რომ მხოლოდ საარჩევნო ყუთის გავლით და არა მისი გვერდის ავლით არის შესაძლებელი ქვეყანაში ცვლილებების მიღწევა. სწორედ ამ სულისკვეთებით იხელმძღვანელა პარლამენტმა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი