არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებისას ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებისას ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, მათ შორის დეოკუპაციას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, პანდემიას და ეკონომიკის აღდგენის საკითხებს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ ყოველწლიური მოხსენება სწორედ დღეს, 9 აპრილს წარადგინა საქართველოს პარლამენტის წინაშე.

ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო ქალბატონი პრეზიდენტი, ეს არის: დეოკუპაცია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, შეთანხმების და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებლობა, პანდემიის მართვა და ვაქცინაციის მნიშვნელობა, ეკონომიკის აღდგენის და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის საკითხები. გარდა ამისა, მან გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი უკრაინასთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტიც მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს ყოველგვარ აგრესიას უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ“, – განაცხადა თალაკვაძემ.