არჩილ თალაკვაძე – სალომე ზურაბიშვილს გაერო-ში ძალიან მშვიდი და პრინციპული გამოსვლა ჰქონდა

16:11, 26.09.2019

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ძალიან მშვიდი და პრინციპული გამოსვლა გაერო-ში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე ზურაბიშვილის გამოსვლას დადებითად აფასებს.

„პრეზიდენტმა ისაუბრა გამოწვევებზე, ოკუპაციაზე, დემოკრატიაზე, საქართველოს როლზე საერთაშორისო საზოგადოებაში და ჩვენს ადგილზე ცივილიზებულ სამყაროში. მის გამოსვლას დადებითად ვაფასებ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გუშინ გამოვიდა.

მსგავსი