არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგრიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველოში საიმედო და მდგრადი საინვესტიციო გარემოა, რაც ნიშნავს, რომ ინსტიტუტები და რეფორმები იცავს საინვესტიციო გარემოს
არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგრიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველოში საიმედო და მდგრადი საინვესტიციო გარემოა, რაც ნიშნავს, რომ ინსტიტუტები და რეფორმები იცავს საინვესტიციო გარემოს

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგრიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველოში საიმედო და მდგრადი საინვესტიციო გარემოა, რაც ნიშნავს, რომ ინსტიტუტები და რეფორმები იცავს საინვესტიციო გარემოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის მნიშვნელოვანი გზავნილი და მხარდაჭერა ამერიკის მთავრობის მხრიდან.

„ასეთ ანგარიშებს მსოფლიო საინვესტიციო კომპანიები ეცნობიან და მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ უმასპინძლოს უფრო მეტ ინვესტიციას. რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ კრიტიკას, სადაც საუბარია საქმეების განხილვის ვადებზე, აქედან გამოსავალია რეფორმების ის შემდეგი ტალღა, რაც გვაქვს დაგეგმილი და პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. გამოსავალია ის, რომ სასამართლოში ყველა დონეზე საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები იყვნენ განწესებული და საქმეთა განხილვა შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. პარლამენტის მხრიდან სასამართლოს სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა ექნება, რათა საქმეების განხილვის ვადები კიდევ უფრო ოპტიმალური გახდეს და მეტმა მოქალაქემ, ბიზნესსუბიექტმა მიიღონ დროული გადაწყვეტილება. სასამართლოებს შორის, რომელიც ჩავიბარეთ და დღევანდელია, დიდი განსხვავება და ხელშესახები პროგრესია, რაც ჩანს, მაგრამ ჩვენი და პარტნიორების სურვილია, სასამართლო კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდეს. ეს ასახული იქნება რეფორმაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი