არჩილ თალაკვაძე - საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნა ადასტურებს, რომ ხედვა სწორია
არჩილ თალაკვაძე - საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნა ადასტურებს, რომ ხედვა სწორია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო დონეზე გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გაწერა მნიშვნელოვანია.

„საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხედვა ცვლილებებთან დაკავშირებით სწორია.

საკანონმდებლო დონეზე გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გაწერა მნიშვნელოვანია. ეს რეფორმა უფრო ეფექტურს და ხარისხიანს გახდის გამოძიებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვენეციის კომისია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმას დადებითად აფასებს.