არჩილ თალაკვაძე - რადიკალური პარტიები, რომლებიც თვეების განმავლობაში დაკავებული იყვნენ საბოტაჟით, ემსახურებოდნენ რუსეთის ინტერესებს, რასაც ადასტურებს სენატში ინიცირებული რეზოლუცია
არჩილ თალაკვაძე - რადიკალური პარტიები, რომლებიც თვეების განმავლობაში დაკავებული იყვნენ საბოტაჟით, ემსახურებოდნენ რუსეთის ინტერესებს, რასაც ადასტურებს სენატში ინიცირებული რეზოლუცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აშშ-ის სენატში ინიცირებული რეზოლუცია საქართველოს მიმართ მაღალი დონის მხარდაჭერას გამოხატავს.

„რასაკვირველია, ამერიკის ინტერესი თავისი სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს მიმართ არის ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ორიენტირებული იყოს სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე და ქვეყნის განვითარების პროცესში კონკრეტული შედეგი მოიტანოს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, თავის დროზე, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა მოლაპარაკებებს და მოუწოდებდა ოპოზიციას, პარლამენტში დროულად შესულიყვნენ.

„ვიზიარებთ რეზოლუციის სულისკვეთებას და მივვაჩნია, რომ არა მხოლოდ ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები, არამედ ყველა ოპოზიციური პარტია პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ შეთანხმებას.

რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთის ინტერესებში შედის საქართველოში დესტაბილიზაცია, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. სწორედ ამიტომ, რადიკალური პოლიტიკური პარტიები, ვინც თვეების განმავლობაში დაკავებული იყვნენ პარლამენტისთვის ძირის გამოთხრით, საბოტაჟით, ემსახურებოდნენ რუსეთის ინტერესებს საქართველოში და ამას ადასტურებს პოლიტიკური რეზოლუცია, რომელიც სენატშია ინიცირებული.

ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით აღებულ ვალდებულებებს და ეს ყველაფერი დათქმულ ვადებში შესრულდება. რეზოლუცია ნიშნავს იმასაც, რომ ამერიკელი პარტნიორები ხედავე, ბარიერგადალახული, პარლამენტში შესული პარტიებიდან ოთხი პარტია შეთანხმებას ხელს არ აწერს, ისინი პირდაპირ სხდებიან დესტაბილიზაციისა და პოლარიზაციის დღის წესრიგში, რაც წინააღმდეგიბაში მოდის მიშელის შეთანხმებასთან. მათ გასაგონად არის  რეზოლუციაში პუნქტები შეტანილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აშშ-ის სენატში წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება სწრაფად შეასრულონ.